გუნდური ოქროს მედალი - საქართველოს ძიუდოს 23-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

გუნდური ოქროს მედალი - საქართველოს ძიუდოს 23-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია

უნგრეთში, კონკრეტულად კი ბუდაპეშტში ძიუდოს 23-წლამდე ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები იღებდა მონაწილეობას. „ჩვენებურებმა“ გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვეს.

ქართველებმა ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს. ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი დაპირისპირება ეთერ ლიპარტელიანსა და მაიდანიკს შორის გაიმართა და „ლიპომ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ამის შემდეგ რუსეთის ჯერი დადგა. ზედიზედ ორი დაპირისპირება მოწინააღმდეგემ მოიგო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები არ გაჩერდა და ზედიზედ 3 ბრძოლა მოიგო. გამარჯვებულები ჩვენი მხრიდან ხარაზიშვილი, სომხიშვილი და ინანეიშვილი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს 23-წლამდე ნაკრებმა მეოთხედფინალში საფრანგეთს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში უნგრეთი დაამარცხა. ცნობისთვის, შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა და საქართველომ შერეულ წყვილებში და გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი ისტორიაში პირველად აიღო.

საფინალო ბრძოლები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები