ნაკრებში დაბრუნდა - იბრაჰიმოვიჩი საქართველოსთან ითამაშებს
Aa
Aa

ნაკრებში დაბრუნდა - იბრაჰიმოვიჩი საქართველოსთან ითამაშებს

საფეხბურთო სამყაროში სულ მალე სანაკრებო პაუზა იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთი მე-7 და მე-8 მატჩს გამართავს. 11 ნოემბერს კი შვედეთი საქართველოს სტუმრად დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა. ვიგებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს 40 წლის ასაკში ზლატან იბრაჰიმოვიჩი უბრუნდება. ლეგენდარული შვედი თავდამსხმელი საქართველოს და ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ზლატანი შვედეთის ნაკრებს მიმდინარე წლის მარტში დაუბრუნდა და განახლებული დებიუტი „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ახალი რეკორდიც კი დაამყარა.

ვეტერანი თავდამსხმელისთვის ხსენებული დაპირისპირება ისტორიული აღმოჩნდა. იბრა გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. "მილანის" შემტევმა მეკარე ტომას რაველის რეკორდი გააუმჯობესა. რაველმა ეროვნულ ნაკრებში თავისი უკანასკნელი მატჩი 38 წლისა და 59 დღის ასაკში ითამაშა

ცნობისთვის, საქართველოსა და შვედეთის დაპირისპირება 11 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან აიღებს სტარტს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები