კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი სამტრედია მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა თავად დაადასტურა და სპეციალისტს სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა.

როგორც ქართული ფეხხბურთის გულშემატკივარმა იცის, გია ცეცაძე სამტრედიულ კლუბს 2015-2017 წლებში წვრთნიდა და კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო იმერულ კლუბში მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა. სამტრედიაში დაბრუნებამდე ცეცაძე  ლვოვში მუშაობდა, სადაც კარიერა არ აეწყო - ჩატარებულ 12 შეხვედრაში 9 მატჩი წააგო, 3 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა, რის შემდეგაც უკრაინა დატოვა.

ამ ეტაპზე სამტრედიას რთული სატურნირო მდგომარეობა აქვს. 30 ტურის შემდეგ, იმერული კლუბის ანგარიშზე მხოლოდ 17 ქულა და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-10 ადგილია, რაც ლიგა 2-ში დაქვეითების წინაპირობაა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები