გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "ის, რაც სირიაში ხდება, კარგი არავისთვისაა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა. 

"ის, რაც სირიაში ხდება, მთელი მსოფლიოსთვის საშიშია. იმედი მაქვს, რუსეთის, ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები, საერთო ენას დროულად გამონახავენ. 

ეს მალე უნდა დასრულდეს, რადგან არავინ იცის მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, რომელ ქვეყანას რა დროს რა დაემუქრება". - აცხადებს გვარდიოლა. 

შეგახსენებთ, რომ სირიაში უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო ომი მძვინვარებს, რომელმაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები