ქამბექი 0:2-დან - მილანმა ვერონა დაამარცხა
Aa
Aa

ქამბექი 0:2-დან - მილანმა ვერონა დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. „როსონერიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს.

პიოლის გუნდმა საოცარი ქამბექი შეასრულა. ანგარიში მე-7 წუთზე კაპარიმ გახსნა. 24-ე წუთზე ბარაკმა „ვერონას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს „მილანი“ მატჩში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა, რადგან გუნდის ძირითადი ბირთვი ტრავმირებულია. ზოგს კი კორონავირუსი აქვს.

მეორე ტაიმში იტალიური გრანდი სრულიად შეიცვალა. ცვლილებაზე გამოსულმა ლეაომ, ჟირუს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ფრანგმა თავდამსხმელმა 59-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. 76-ე წუთზე კესიმ პენალტით გაათანაბრა.

ზუსტად ორ წუთში, „ვერონას“ საჯარიმოში არეულობას გიუნტერის ავტოგოლი მოყვა და „მილანი“ წინ გავიდა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და პიოლის შეგირდებმა ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები