Aa
Aa

"კრიშტიანუ ისტორიაში საუკეთესოა, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს"

რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში თვლის, რომ ოქროს ბურთი მისმა კლიენტმა უნდა მიიღოს და ასევე მისი თქმით, კრიშტიანუ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.

„რონალდუსთან დაკავშირებით ციფრები და სტატისტიკა მის ნაცვლად მეტყველებს. ჩემი აზრით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მან ახლა ოქროს ბურთი მოიგოს. პორტუგალიის ნაკრებში გატანილი 115 გოლი, მას ფეხბურთის ისტორიაში რეკორდსმენად აქცევს.

კრიშტიანუმ წელს 15-წლიანი რეკორდი დაამხო და ასევე, შესაძლოა მან ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსიც დაუმატოს.

ეს ყველაფერი უდიდესი მიღწევაა. ეს ყველაფერი დაჯილდოებისას გადამწყვეტი უნდა იყოს. კრიშტიანუ განაგრძობს დემონსტრირებას, რომ იგი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.

დიახ, ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რონალდუ იყო სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი და ეს სტატუსი ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო. ასევე იგი არის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ეს სამ სხვადასხვა ქვეყანაში გააკეთა - ინგლისში, ესპანეთში და იტალიაში.

ეს ყველაფერი 36 წლის ასაკში, აბსოლუტურად უნიკალური სტაბილურობით, განსაზღვრულობითა და სირთულეების დაძლევის ფენომენალური უნარით. ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთს აქვს სახელი: კრიშტიანუ რონალდუ. ჩემთვის, ის ამ ჯილდოს მოგებას ასე ძალიან არასდროს იმსახურებდა“.

ჟორჟე მენდეშის ხედვები და სურვილები ერთია და რეალობა მეორე. ბუკმეიკერული კანტორების მიხედვით, რონალდუ ამჟამად ოქროს ბურთის ფავორიტთა შორის არც კი განიხილება. მოწინავე სამეულს უდიდესი ალბათობით მესი, ლევანდოვსკი, ბენზემა, ჟორჟინიოს ოთხეულიდან შეარჩევენ.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ჯილდო ერთბაშად 2 მოთამაშეს გადაეცეს. საუბარია 2020 წელს გაუქმებულ ოქროს ბურთზე, რომლის მოგების მთავარი ფავორიტი რობერტ ლევანდოვსკი იყო. ვრცელდება ჭორები, რომ France Football-ი ამჯერად პოლონელს თავის კუთვნილ შარშანდელ პრიზს მისცემს, წელს კი მისი მფლობელი მესი გახდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები