აზაროვი თუ პელეგრინი? - ტრაბზონი არჩევანს მათ შორის გააკეთებს
Aa
Aa

აზაროვი თუ პელეგრინი? - ტრაბზონი არჩევანს მათ შორის გააკეთებს

თურქული მედიის ცნობით ''ტრაბზონი'' ირაკლი აზაროვის გადაბირებას კვლავ გეგმავს, თუმცა მარცხენა მცველის პოზიციაზე ასევე განიხილება 22 წლის იტალიელი მცველი ლუკა პელეგრინი, რომელიც ტურინის ''იუვენტუსის'' საკუთრებაა. Sporx-ის ცნობით კლუბი არჩევანს პელეგრინსა და აზაროვს შორის გააკეთებს.

''ტრაბზონის'' შემადგენლობაში უკვე ირიცხება 13 უცხოელი ფეხბურთელი. თურქეთის ჩემპიონატში მოქმედი წესის მიხედვით კლუბს კიდევ ერთი ლეგიონერის დამატება შეუძლია, თუმცა ასაკი განსაზღვრულია, მოთამაშე დაბადებული უნდა იყოს 1997 წელს ან 1997 წლის შემდეგ.

22 წლის პელეგრინის აგენტი მინო რაიოლაა. ფეხბურთელს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ალეგრიმ სერია ა-ს 7 შეხვედრაში სამატჩო განაცხადში შეიყვანა, თუმცა მხოლოდ ერთხელ ათამაშა.

გასულ ზაფხულში ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით ''ტრაბზონსა'' და ბათუმის ''დინამოს'' შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა ქართულმა მხარემ ახალგაზრდა მარცხენა მცველი ''ტრაბზონში'' არ გაუშვა. თუ სუპერლიგის წარმომადგენელი აზაროვსა და პელეგრინს შორის არჩევანს ქართველზე შეაჩერებს, ზამთარში მოლაპარაკება განახლდება.

19 წლის ირაკლი აზაროვი თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია. მოთამაშემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები