კაპელო:
Aa
Aa

კაპელო: "რეალს მბაპე არ სჭირდება"

საფეხბურთო სამყაროში რამდენიმე აქტუალური თემა არსებობს. მაგალითისთვის შეგვიძლია ოქროს ბურთის საკითხი მოვიყვანოთ და რა თქმა უნდა, კილიან მბაპეს ტრანსფერი. ოქროს ბურთს ჟორჟინიოსაც უკავშირებენ, ხოლო ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის გარშემო უამრავი რამ იწერება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ფაბიო კაპელომ თავისი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა კაპელომ?

„ჟორჟინიომ ოქროს ბურთის მოგება ნამდვილად დაიმსახურა. იმიტომ კი არა, რომ ყველაფერი მოიგო. არა! ის მთავარი ფიგურა იყო კლუბშიც და ნაკრებშიც. სწორედ ჟორჟინიოს კარგმა თამაშმა განაპირობა „ჩელსის“ და იტალიის წარმატება. მე ვერ ვხედავ სხვა ვერცერთ ფეხბურთელს, რომლებიც ასეთი გადამწყვეტები იყვნენ 2021 წელს.

რაც შეეხება მადრიდის „რეალს“ და კილიან მბაპეს, „სამეფო კლუბი“ მშენებლობის პროცესშია. მთავარ პრობლემას მე დაცვის ხაზში ვხედავ და არა შეტევაში. ანჩელოტის რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც თავდასხმაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, მბაპე „ბლანკოსს“ არ სჭირდება.“

რა მოხდა „რეალს“ და პსჟ-ს შორის?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდულმა გრანდმა „პარი სენ ჟერმენს“ კილიანთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. „რეალი“ ფრანგის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს იხდიდა, რაზეც ფრანგები არ დათანხმდნენ. მოგვიანებით შეთავაზება 220 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა პარიზში კვლავ უარზე იყვნენ და საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა. თავად ფეხბურთელი კი სხვადასხვა ინტერვიუებში პარიზიდან აბარგების სურვილს ღიად გამოთქვამდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები