EXCLUSIVE | ქუთაისის ტორპედო ლევან მჭედლიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
Aa
Aa

EXCLUSIVE | ქუთაისის ტორპედო ლევან მჭედლიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი გიორგი მჭედლიძე იყო.

როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კომპანია New Vision University ქუთაისის ტორპედოს 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, გუნდის ახალი  გენერალური დირექტორი კი სწორედ გიორგი მჭედლიძეა. მჭედლიძემ არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ლევან მჭედლიძის შესახებ, რომელიც მისი ძმაა. გიორგის თქმით, ლევანთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და შესაძლოა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა გამოცდილი თავდამსხმელი კვლავ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში იხილოს.

პირდაპირ რომ გითხრათ, რაღაც სიურპრიზს ვამზადებთ, ლევანის ველოდებით. მე და დათო (ტორპედოს პრეზიდენტი) ამ სიურპრიზს მალე გაგაცნობთ.

ლევან მჭედლიძე საქართველოს ჩემპიონატში 2019-2020 წლების სეზონში დაბრუნდა და დინამო თბილისს შეუერთდა, დინამო თბილისიდან კი დინამო ბათუმში გადავიდა, სადაც რანგით უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, საერთო ჯამში კი მინდორზე 68 წუთი გაატარა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგამდე 31 წლის თავდამსხმელი ემპოლიში 13 წელი ირიცხებოდა, სადაც 152 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები