პეკინი 2022 |  კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს
Aa
Aa

პეკინი 2022 | კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ფიგურულ ციგურაობაში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისთვის მედლების კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა - კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის ჯამში 178, 16 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და პეკინის ოლიმპიადისთვის სასურველი ლიცენზია მოიპოვეს.

„13 ქვეყნის 16 სპორტულ წყვილს შორის, საკმაოდ დაძაბულსა და კონკურენტულ გარემოში ღირესეულად იასპარეზა ქართველმა წყვილმა და 13 ქვეყნის წარმომადგენელს შორის ესპანეთისა და ისრაელის წყვილებთან ერთად იმ 3 ლიცენზიიდან ერთ-ერთის მფლობელი გახდა, რომელმაც სპორტული წყვილების კატეგორიაში , საქართველოს პირველად გაუხსნა გზა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად" - წერს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია.

ობერსდორფის საერთაშორისო ტურნირი ისტორიული შედეგით დამთვარდა ჩვენი წყვილისათვის. 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ 2 ლიცენზიას , მამაკაცთა და ქალების კატეგორიაში დაემატა კიდევ ერთი, მესამე ლიცენზია სპორტულ წყვილებში. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ფასდაუდებელ წარმატებას ოლიმპიური მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე და მჯერა, რომ სპორტული ცეკვების კატეგორიაშიც ღირსეულად ასპარეზობის შემდეგ სრული შემადგენლობით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და ინეტერსებს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე" - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, მარიამ გიორგობიანის მისალოც მიმართვაში.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს, პეკინი უმასპინძლებს. 

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები