Aa
Aa

"უნდა გავიმარჯვოთ, სათქმელი მეტი არაფერია" - ალეგრი სპეციასთან მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსი“ მძიმე ვითარებაშია. „ბებერი ქალბატონი“ 4 ტურის შემდეგ 2 ქულით გასავარდნ ზონაშია. „ბიანკონერი“ სერია ა-ს მორიგ ტურში „სპეციას“ ხვდება და ამასთან დაკავშირებით მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ხვალინდელ მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელმა ბევრი ითამაშა. მაგალითად კიელინი მალე გადაიწვება. „სპეცია“ არის გუნდი, რომელიც ნერვიულობის გარეშე თამაშობს. მათ სტადიონზე თამაში ადვილი არასდროს არის.

გონებრივად და ფიზიკურად თანაბრად უნდა ვითამაშოთ. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, თანაც იმ დროს, როდესაც დიდი ზეწოლა არ ხდება. წარსულზე ლაპარაკი არაფერს გვაძლევს. ხვალ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა მეტი სათქმელი არაფერია.

რეალურად, ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს. ზოგს მეტი გამოცდილება აქვს, ზოგს ნაკლები. იმის თქმაც შეიძლება, რომ „იუვენტუსი“ ახლა ახალგაზრდული გუნდია. გამოცდილება სხვაა და ასაკი სხვა. კიეზა და დე ლიხტი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, „იუვენტუსს“ პრობლემები აქვს. ალეგრის გუნდს 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება. „სპეციასთან“ მატჩი 22 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები