მურიელს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
"ლივერპული" კიდევ ერთი ევროპული კლუბია, რომელმაც გენუის "სამპდორიას" ფორვარდის, ლუის მურიელის მიმართ ინტერესი გამოხატა.
ამ ცნობას tuttomercatoweb-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ინგლისელებმა ამ საკითხზე მუშაობდა დაიწყეს, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ ფეხბურთელის გარშემო შექმნილი ვითარების გარკვევასა და შესაძლო ტრანსფერისთვის ნიადაგის შემზადებას გულისხმობს.
კოლუმბიელ ფორვარდს სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების 29 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
25 წლის მურიელის საკუთარ რიგებში ხილვა "რომას", "ატლეტიკოსა" და "სევილიას" სურთ.