ისკო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა!
Aa
Aa

ისკო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა!

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან საკმაოდ ახლოსაა. "AS"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის წლიურ ანაზღაურებასა და ხელშეკრულების ხანგრძლივობის შესახებ მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ შეთანხმება უმოკლეს დროში მოხდება.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ისკო მადრიდის "რეალში" კიდევ 6 წლის განმავლობაში იასპარეზებს, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი "სამეფო გუნდის" მაისურით მოედანზე 22-ჯერ გამოჩნდა, საიდანაც 6 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები