მოჭიდავე, რომელმაც ტოკიო 2020-ის ფინალში გენო დაამარცხა, WWE-ში წავიდა
Aa
Aa

მოჭიდავე, რომელმაც ტოკიო 2020-ის ფინალში გენო დაამარცხა, WWE-ში წავიდა

ამერიკელი მოჭიდავე გეიბლ სტივსონი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, რესლინგში წავიდა და კონტრაქტი WWE-სთან გააფორმა. ხელშეკრულება ისტორიულია და WWE სტივსონს უფლებას აძლევს უნივერსიტეტის მე-4 კურსი ჩაამთავროს და ეროვნული ჩემპიონის ტიტული დაიცვას, თუმცა სხვა ტურნირებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

„WWE-ით ბავშვობიდან ვარ მოხიბლული. ბროკ ლესნარისა და პოლ ჰეიმენის მსგავს რესლერებს ვგულშემატკივრობდი და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ბავშობის ოცნება მიღწეულია. WWE-სთან კონტრაქტი ოფიციალურად გავაფორმე და დიდი მადლობა ამ შანსისთვის“, - განაცხადა ამერიკელმა მოჭიდავემ.

WWE-ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეების საკუთარ ვარსკვლავებად გადაქცევის მდიდარი ისტორია აქვს. ცნობილმა რესლერმა, კურტ ენგლმა, რომელმაც 1996 წელს, ატლანტაში ოქროს მედალი მოიპოვა, ოლიმპიადის შემდეგ საკუთარი მომავალი WWE-ის დაუკავშირა და დიდ წარმატებასაც მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ სტივსონმა ტოკიო 2020-ის ფინალში გენო პეტრიაშვილი ბოლო წამებზე დაამარცხა. შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, 21 წლის ამერიკელი სოლიდური სხვაობით აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება და ოქროს მედლის აღება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები