მსოფლიო ჩემპიონატი: ალექსანდრე წივწივაძე ფინალშია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: ალექსანდრე წივწივაძე ფინალშია

პორტუგალიაში მიმდინარე იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კანოეთი სპრინტში საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით არის წარდგენილი. ქვეყნის სახელით მურმან მალანია, მარიამ ქერდიკაშვილი, ლიდია სულაბერიძე და ალექსანდრე წივწივაძე ასპარეზობენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე წივწივაძე ფინალში გავიდა. ქართველმა 7 მეტოქეს აჯობდა, მხოლოდ რუმინელ მეტოქეს ჩამორჩა და 500-მეტრიან დისტანციაზე ფინალში გააღწია.

ცნობისთვის, ფინალი ხვალ თბილისის დროით 14:26 საათზეა ჩანიშნული.

სამწუხაროდ ნაკრების კაპიტანმა, მურმან მალანიამ ტრამვის გამო ნახევარფინალში გადასვლა ვერ შეძლო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ქერდიკაშვილმა 200 მეტრი დისტანცია 46.73 წამში დაფარა და 0.14 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს, კანადის წარმომადგენელს, სოფია ჯენსენს. საბოლოოდ, ქართველი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები