17 წლის წინ ამ დღეს -  ასანიძემ ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

17 წლის წინ ამ დღეს - ასანიძემ ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

XXVIII ოლიმპიური თამაშები 2004 წელს, 13 -29 აგვისტოს შედგა და მასპინძელი ათენი (საბერძნეთი) იყო. 

17 წლის წინ ამ დღეს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე,  85-კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი, ძალოსანი გიორგი ასანიძე გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 382.5 კილოგრამი დაძლია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 

გიორგი ასანიძემ ვერცხლის პრიზიორს, ბელარუსის წარმომადგენელ ანდრეი რიბაკუს 2.5 კილოგრამით აჯობა. რიბაკუ ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში მონაწილეობდა და მისგან ოლიმპიურ მედალს არავინ ელოდა.

ბრინჯაოს მედალი  მასპინძელმა პიროს დიმასმა დაისაკუთრა.

2004 (ათენი) – 33 მონაწილე, 4 მედალი

ზურაბ ზვიადაური (ძიუდო) - ოქრო

გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) - ოქრო

ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) - ვერცხლი

რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - ვერცხლი

XXVIII თამაშებში 202 ქვეყნის 11 099 სპორტსმენი მონაწილეობდა, სადაც საქართველომ 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 32-ე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები