საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მზადება: შემადგენლობა და პირველი კომენტარი
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მზადება: შემადგენლობა და პირველი კომენტარი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ოქტომბერში გამართავს, სადაც მეოთხე ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებს გაუწევს.

ევროშესარჩევამდე, გიორგი ჩიტაურის გუნდი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ვიქტორ ბანნიკოვის მემორიალურ ტურნირზე ითამაშებს და მომავალი, ოფიციალური შეხვედრებისთვის მოემზადება.

უკრაინაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, B ჯგუფში - თურქეთი, სლოვაკეთი და უზბეკეთი იქნება. ტურნირის ფორმატის მიხედვით, 8 მონაწილე ნაკრები ორი ჯგუფში გადანაწილდება, 3 ტურის შემდეგ თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ცხრილში იდენტური პოზიციის მქონე ნაკრებს ეთამაშება, ხოლო ფინალურ მატჩში ერთმანეთს A და B ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრები  დაუპირისპირდებიან.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შეკრებას თბილისში გაივლის, ხოლო 25 აგვისტოს უკრაინას ესტუმრება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი

26 აგვისტო | თურქეთი v საქართველო

27 აგვისტო | უზბეკეთი v საქართველო

29 აგვისტო | სლოვაკეთი v საქართველო

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებია. შეკრების დაწყებამდე გაკეთებული ტესტების შემდეგ ასაკობრივ ნაკრების შემადგენლობას თენგო გობეშია და დემეტრე ციკოლია გამოაკლდა.

გიორგი ჩიტაური -  ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ მაინც შეძლო და ასეთ ტურნირზე გვიშვებს, სადაც მაგარი გუნდები მონაწილეობენ. ეს შეკრება და ტურნირი ძალიან წაგვადგება.

ფეხბურთელებს ექნებათ საშუალება მზად იყვნენ ოქტომბრისთვის.

17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი)

მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი სურმავა (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ამინ კარაევი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), მიხეილ ზეცაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ლუკა პარკაძე (უკლუბოდ), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით მიქაია (სფფ-ის აკადემია).


თავდამსხმელები: გიორგი ფარცხვანია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა). 

ბანნიკოვის მემორიალური ტურნირი

აღნიშნული ტურნირი 2002 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული პოლონეთის ნაკრები იყო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გათამაშება 2-ჯერ, ზედიზედ, 2016 და 2017 წელს მოიგო, ხოლო ყველაზე მეტჯერ ვიქტორ ბანნიკოვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული მასპინძელი უკრაინა გახდა - 6-ჯერ (2003, 2005, 2006, 2011, 2012, 2018).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები