ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი - გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი - გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია

დღეს, პოლონეთში, სტარტი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების გამომსვლელებიდან პირველი გიგა ოდიკაძე (49 კგ) გახლდათ.

ზურაბ ანთაურის ნაკრების პირველივე წევრმა, სასტარტო დღეს გამოსვლა შესანიშნავად დაიწყო - ოდიკაძემ ატაცში 79/82/84 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა აკვრაში თავი 94/99/102 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი დასჯერდა, ხოლო, ორჭიდის ჯამში დაგროვებული 186 კილოგრამით პოლონეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ხვალ, 21 აგვისტოს საქართველოს სახელით 55-კილოგრამ წონით კატეგორიაში, რევაზ მილდიანი და ლერი ნეფარიძე  იასპარეზებენ.

'

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები