ხვიჩას მაგარი მატჩი - გოლი შედევრი და ლამაზი მომენტები
Aa
Aa

ხვიჩას მაგარი მატჩი - გოლი შედევრი და ლამაზი მომენტები

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ყაზანის „რუბინი“ ტულის „არსენალს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

მატჩში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ულამაზესი გოლის გატანის გარდა, ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და გუნდს ტრადიციულად ულიდერა.

ხვიჩას მოედანზე მეტოქე გუნდის მცველები ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ და მსაჯს ამის გამო თამაშის შეჩერება რამდენჯერმე მოუწია.

პირველი გოლის მომენტში, პენალტი სწორედ ხვიჩას პასის შემდეგ დაინიშნა. მე-40 წუთზე კი ქართველი შემტევის მიერ შესრულებული მორიგი შედევრი ვიხილეთ.

მატჩის საუკეთესო მომენტები ხვიჩას შესრულებით

კვარაცხელიამ აქტიურობა მეორე ტაიმშიც გააგრძელა და კიდევ ერთი ლამაზი მომენტიც შექმნა. გატანა რთული იყო, რადგან კუთხე მახვილი გახლდათ.

ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობას „არსენალის“ ფეხბურთელები განაგრძობდნენ და საბოლოოდ, 68-ე წუთზე ქართველმა დაზიანების გამო მოედანი დატოვა, თუმცა ეს თავისი ფეხით გააკეთა და რამდენადაც იმ მომენტში გამოჩნდა, წესით სერიოზულ ტრავმასთან საქმე არ უნდა გვქონდეს.

კვარას ტრავმის ეპიზოდი

ტულელთა ძირითადში იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართველი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა და 50-ე წუთზე შეცვალეს.

ამრიგად, „რუბინმა“ ორიდან ორივე შეხვედრა მოიგო და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს. ლეონიდ სლუცკის გუნდს ბურთების შეფარდება 4-0-ზე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები