ტოკიო 2020 - ნინო სალუქვაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ნინო სალუქვაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

ტოკიოში მიმდინარე  ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და ასპარეზობა დაასრულა.

საქართველოს დელეგაციის მედროშემ 25 მეტრიანი დისტანციის სწრაფ სროლაში სამ სერიაში 287 (94;96;97) დააგროვა.

შესარჩევი ეტაპის პირველ წრეში სალუქვაძემ 291 (94;98;99) ქულა შეასრულა და საერთო ჯამში  578 ქულა მიითვალა.

აღნიშნული ქულები სალუქვაძეს ფინალში გადასავლელად არ ეყო და საუკეთესო 8 მსროლელს მიღმა დარჩა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული სპორტსმენი 10-მეტრიან დიასტანციაზეც მონაწილეობდა და 31-ე ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ცხელი ამბები