რომანო: "ბოლო დეტალები შეთანხმებულია, ვარანი 4 წლით მანჩესტერში"
მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსმა დატოვა და „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი საუბარი რაფაელ ვარანზეც მიმდინარეობს. ფრანგ უკანახაზელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ. ტრანსფერის თაობაზე არაერთი სპორტული გამოცემა წერს.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, რომელიც ტრანსფერების საკითხში საკმაოდ გავლენიანი და სანდოა ვარანის შესაძლო გადასვლა დააანონსა. რომანოს თქმით, ფეხბურთელმა პირად შეთანხმებას მიაღწია, ხოლო კლუბებს შორის საბოლოო დეტალებია შესათანხმებელი. ყველაფერი რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 45 მილიონი ევრო სახელდება.
რამდენიმე წუთის წინ კი, კვლავ რომანომ განაცხადა, რომ ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია. მხარეები პირობებს დათანხმდნენ და „რეალი“ ტრანსფერს ხელს არ შეუშლის. ფაბრიციო კონტრაქტის დეტალებსაც ასაჯაროებს. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისურ გრანდში 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თუმცა კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ვარანს „იუნაიტედში“ კიდევ 1 წლით შეეძლება დარჩენა.
More details. Raphaël Varane contract with Manchester United will be on a four-years basis with option to extend until June 2026. Personal terms agreed since days and paperworks prepared in the last few hours. ????⏳ #MUFC #Varane
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 26, 2021
Real Madrid accepted the bid today morning. ????
ვარანი მადრიდის „რეალში“
რაფაელი „სამეფო კლუბს“ 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას რეკომენდაცია ზინედინ ზიდანმა გაუწია.
დღემდე 28 წლის ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 360-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ვარანმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.