პირველი ფოტოები - გიორგი ჯინჯოლავა კადისს შეუერთდა
Aa
Aa

პირველი ფოტოები - გიორგი ჯინჯოლავა კადისს შეუერთდა

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ საბურთალოს" ფეხბურთელი, გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ლა ლიგის კლუბ კადისში" გააგრძელებს. 21 წლის მცველი თბილისური კლუბის საკუთრებაში რჩება და ლა ლიგის კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. 

საწყის ეტაპზე, ჯინჯოლავა კადისის" სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

ფეხბურთელი უკვე ადგილზეა და გუნდს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ჯინჯოლავას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. მან 2019-20 წლების სეზონის პირველ ნახევარში, დაახლოებით სამი თვე იჯარით ბენიდორმში" გაატარა, რომელიც დაბალი ლიგის გუნდი იყო, თუმცა ფეხბურთელმა ესპანურ გარემოსთან ადაპტირების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.

21 წლის ნიჭიერ მოთამაშეს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 

ჯინჯოლავა: ''ჩემი მიზანი ლა ლიგაში სწრაფი დებიუტია''

2020-21 წლების სეზონის ლა ლიგაში კადისი" 44 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ალვარო კარვერა პოსტს 2016 წლიდან მოყოლებული იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები