ქუთაისის ტორპედოს კიდევ ერთი ფეხბურთელი უბრუნდება
Aa
Aa

ქუთაისის ტორპედოს კიდევ ერთი ფეხბურთელი უბრუნდება

მათე ცინცაძემ ალბანეთის „კუკეში" დაახლოებით 1 თვის დატოვა. მაშინ ინფორმაცია ფეხბურთელმა სოციალური ქსელით დაადასტურა, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა თავად კლუბმაც და დაწერა, რომ კონტრაქტი ფეხბურთელის ინიციატივით შეწყდა, რადგან ცინცაძეს პირადი მიზეზების გამო, საქართველოში დაბრუნება სურდა.

მათე ცინცაძე ალბანურ კლუბს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. 26 წლის ფეხბურთელმა ამ დროში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

ნახევარმცველის სახელი ქუთაისის „ტორპედოს" დაუკავშირდა. CrystalSport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კახა ჩხეტიანის გუნდს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა - ცინცაძე ყოფილ კლუბში ბრუნდება, რომელშიც 2018/2019 წლის სეზონებში გამოდიოდა.

ჯერ-ჯერობით, ინფორმაცია თავად „ტორპედოს" არ დაუდასტურებია.

2020 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ცინცაძემ  „დინამო" ბათუმის მაისურით 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია თბილისის „ლოკომოტივში", „დინამო" თბილისსა და „რუსთავში".

აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო" თბილისი დატოვა და კვლავ ქუთისის „ტორპედოში" ითამაშებს როინ კვასხვაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები