გაგრას დასანანი მარცხი და მაქაცარიას ზღაპრული გოლი
Aa
Aa

გაგრას დასანანი მარცხი და მაქაცარიას ზღაპრული გოლი

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''გაგრამ'' ''მიხეილ მესხზე'' მონტენეგროს წარმომადგენელ ''სუტიესკას'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში ''სუტიესკამ'' 2:1 გაიმარჯვა.

მონტენეგროში გამართული მატჩი ''სუტიესკას'' გამარჯვებით 1:0 დასრულდა. აქედან გამომდინარე, ინტრიგა შენარჩუნებული იყო, თუმცა გაგა კირკიტაძის გუნდმა მასპინძლის ამპლუაში გამარჯვება ვერ შეძლო, ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ანგარიში 51-ე წუთზე 19 წლის ნიკოლაი იანიჩმა გაიტანა, მან ''გაგრას'' საჯარიმოში სამ მოთამაშეს გვერდი აუარა, სისწრაფის ხარჯზე პოზიციურად აჯობა, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაბალ კუთხეში გაიტანა.

ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გურამ სამუშიას ჰქონდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა კარისკენ დარტყმა დააგვიანა, შემდეგ კი ბურთი ''სუტიესკას'' მცველმა მოიგერია.

86-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ შორი მანძილიდან ფანტასტიკური გოლი გაიტანა, შორი მანძილიდან ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა, ''სუტიესკას'' მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო.

მაქაცარიას ზღაპრული გოლი

დარჩენილ დროში ''გაგრა'' რეალური საგოლე მომენტის შექმნას ცდილობდა, თუმცა ''სუტიესკამ'' მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი ''სუტიესკამ'' პოდგორიცაში 1:0 მოიგო. ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს წარმომადგენელმა 2:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები