Aa
Aa

"ვენდეტა ქართულად" - მარიამ ბოლქვაძემ შარიპოვა არ დაინდო!

ყაზახეთში, ნურ-სულთანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იღებს მონაწილეობას. გეტყვით, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 დოლარს შეადგენს.

1 კვირის წინ, მარიამი იგივე ტურნირზე მონაწილეობდა, თუმცა საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი იყო.. ქართველი ჩოგბურთელი ხსენებულ ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. ბოლქვაძემ უზბეკ საბინა შარიპოვასთან სამ სეტში 6:7 6:4 2:6 წააგო.

დღეს კი, მისი მეტოქე პირველ წრეში კვლავ შარიპოვა იყო. მარიამმა შური იძია და უზბეკ სპორტსმენს 6:2 6:0 მოუგო. შემდეგ ეტაპზე ბოლქვაძე რეიტინგის 512-ე ნომერს ყაზახ გოზაი აინიტდინოვას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მარიამ ბოლქვაძე WTA-ს ცოცხალ რეიტინგში 351 ქულით 205-ე ადგილზე იმყოფება.

ბოლქვაძის ტრიუმფი ნურ-სულთანში

როგორც უკვე მოგახსენეთ, 1 კვირის წინ ბოლქვაძე ნურ-სულთანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულთა თანრიგში დამარცხდა, თუმცა წყვილებში ჩემპიონი გახდა.

მარიამი ეკატერინა იაშინასთან ერთად თამაშობდა და ფინალში რუსეთის წარმომადგენლებს ვლადა კოვალის და ანასტასია ტიხონოვას დაუპირისპირდნენ.

მარიამმა და ეკატერინამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და 2 სეტში 7:6 6:1 გაიმარჯვებს. პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ტაი-ბრეიკში გამოვლინდა.

მეორე სეტი ბოლქვაძემ და იაშინამ საკმაოდ მარტივად მოიგეს. რუსულ წყვილს არანაირი შანსი არ ჰქონია - 6:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები