ჩემპიონთა ლიგა - კაშიასა და კანკავას სლოვანმა შემროკს აჯობა
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - კაშიასა და კანკავას სლოვანმა შემროკს აჯობა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა“ „შემროკის“ ბარიერი დაძლია. სლოვაკეთის ჩემპიონმა საკუთარ კედლებში 2-0 იმარჯვა, სტუმრად კი 1-2 დამარცხდა და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა.

ირლანდიელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს. 64-ე წუთზე, „შემროკის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა, თუმცა 9 წუთში თავი ვლადიმირ ვაის უმცროსმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სლოვანის“ რიგებში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივე მათგანმა მატჩი სრულად ჩაატარა. 33-ე წუთზე, კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო კანკავას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში „სლოვანს“ რთული მეტოქე ელის და საუკეთესოს ვინაობას „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ გაარკვევს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ლაშა დვალის „ფერენცვაროშიც“ განაგრძობს. უნგრეთის ჩემპიონმა „პრიშტინა“ სტუმრად 3-1 დაამარცხა და „ჟალგირისზე“ გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები