არიგო საკი:
Aa
Aa

არიგო საკი: "ინგლისმა კატენაჩოს თამაში სცადა"

ევრო 2020 იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა. „სკუადრა აძურამ“ ფინალში უემბლიზე ინგლისი დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა.

იტალიურ მედიასთან არიგო საკიმ ისაუბრა და გარეთ საუთგეიტის ტაქტიკა განიხილა. ყოფილი მწვრთნელის თქმით, „სამი ლომის თავკაცმა“ ე.გ. „კატენაჩოს“ თამაში სცადა.

რა თქვა საკიმ?

„ინგლისმა ტაქტიკა ჩვენგან გადაიღო. მათ გოლი გაიტანეს და ამის შემდეგ ყველა თავს იცავდა. არსებობენ გუნდები, რომლებიც დღემდე „კატენაჩოს“ სტილს თამაშობენ, ერთ-ერთი ასეთი კი ინგლისია.

საუთგეიტს ალბათ ეგონა, რომ იტალიურ გუნდს ეთამაშებოდა, რომელმაც მხოლოდ დაცვა და შეტევა იცის.

საკას ნაცვლად ტრიპიერის დაყენებამ ბევრი რამ თქვა საუთგეიტის ტაქტიკაზე. აშკარაა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა რობერტო მანჩინის იდეების შესახებ.

ჩვენ გვეშინოდა, რომ ინგლისი ავსტრიის და ესპანეთის ტაქტიკას გამოიყენებდა პრესინგის მხრივ. ეს კი პრობლემებს აუცილებლად შეგვიქმნიდა, თუმცა ასე არ მოხდა.

დიდი მადლობა მანჩინის. მან ჩვენს ნაკრებს რთულ მომენტში შემტევი ფეხბურთი ათამაშა. იმედი მაქვს, რომ იტალიური კლუბები მას მიბაძავენ და საკუთარ ტაქტიკას შეცვლიან. იტალიურ ფეხბურთს პროგრესი სჭირდება."

როგორც უკვე მოგახსენეთ, მანჩინის გაწვრთნილმა შეგირდებმა ფინალში უემბლიზე ინგლისი დაამარცხეს. მე-2 წუთზე ანგარიში ლუკ შოუმ გახსნა. წონასწორობა კი მეორე ტაიმში 67-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ აღადგინა. საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დონარუმას ბრწყინვალე თამაშის შედეგად იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები