5 იტალიელი, 3 ინგლისელი - უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
Aa
Aa

5 იტალიელი, 3 ინგლისელი - უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს რჩეულთა შორის ტრიუმფატორი იტალიის ნაკრების 5 წარმომადგენელი მოხვდა. ინგლისის ეროვნული გუნდიდან 3 ფეხბურთელი გამოარჩიეს, ხოლო ესპანეთის, ბელგიისა და დანიის ნაკრებებიდან - თითო-თითო.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა

მცველები: კაილ უოკერი, ლეონარდო ბონუჩი, ჰარი მაგუაიერი, ლეონარდო სპინაცოლა.

ნახევარმცველები: ჰოიბიერგი, ჟორჟინიო, პედრი.

თავდამსხმელები: კიეზა, ლუკაკუ, სტერლინგი.

ცნობისთვის, სიმბოლური ნაკრები უეფაში მომუშავე ტექნიკურმა დამკვირვებლებმა შეადგინეს და მასში მონაწილეობა 16-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორის ესტებან კამბიასო, ფაბიო კაპელო, რობი კინი და სხვები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები