მესი: „გამარჯვებას 45 მილიონ არგენტინელსა და დიეგო მარადონას ვუძღვნი“
Aa
Aa

მესი: „გამარჯვებას 45 მილიონ არგენტინელსა და დიეგო მარადონას ვუძღვნი“

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კოპა ამერიკაზე მიღწეული ტრიუმფი არგენტინელ ქომაგებსა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას მიუძღვნა. „ლა პულგამ“ გულშემატკივრებს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მიმართა და თანაგუნდელები შეაქო.

„კლასიკა მარაკანაზე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ...

შესანიშნავი კოპა ამერიკა გამოვიდა. ვიცით, რომ ბევრ ასპექტში მომატება შეგვიძლია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბიჭებმა მინდორზე ყველაფერი დატოვეს და ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის კაპიტანი ვარ.

მინდა, გამარჯვება მივუძღვნა ჩემს ოჯახს, რომელიც გზის გაგრძელების ძალას მაძლევს, ჩემს მეგობრებს, რომელთა მიმართ უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ, ჩვენს მხარდამჭერებსა და 45 მილიონ არგენტინელს, რომლებსაც ამ დაწყევლილი კორონავირუსის გამო რთული პერიოდი ჰქონდათ. და რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას დიეგო მარადონას ვუძღვნი, რომელიც სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გვიქომაგებდა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა და მადლობა იმისთვის, რომ არგენტინელად დავიბადე“.

View this post on Instagram

A post shared by Leo Messi (@leomessi)

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „ალბისელესტეს“ რიგებში თავი ანხელ დი მარიამ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები