მე-6 მარცხი - ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით წააგო
Aa
Aa

მე-6 მარცხი - ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით წააგო

ნაგოია ბაშოს მე-9 დღეს, ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე დოჰიოზე ჩიიონოოს წინააღმდეგ გავიდა, რომელსაც 3 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ივლისის სუპერტურნირის მე-10 დღეს, ქართველი სუმოტორი მე-16 მაეგაშირას, იშიურას შეხვდება, რომლის ანგარიშზე 6 მოგება და 3 წაგებაა. „ტოჩი“ იშიურას მეშვიდედ შეერკინება და მის წინააღმდეგ 6-დან 4 მოგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები