დინამო VS ნეფთჩი - სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
Aa
Aa

დინამო VS ნეფთჩი - სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ''ნეფთჩის'' დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ''დინამო არენაზე'' 7 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ცნობილია თბილისის ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობა: კვასხვაძე, სპორქსლედე, ხვადაგიანი, პაპავა (კაპიტანი), ბენიო, ხარაბაძე, რადინი, ქარდავა, კუცია, მარუშიჩი, გაბედავა

თბილისის ''დინამოს'' 5 მცველით ითამაშებს: სპორქსლედე, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო და ხარაბაძე. სპორქსლედე და ხარაბაძე განაპირა მცველები იქნებიან და შეტევაში ჩართვას აქტიურად შეეცდებიან. მათ წინ სამი ნახევარმცველია განლაგებული: რადინი, ქარდავა და კუცია. ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონთან ორი ფორვარდით იასპარეზებს: მარუშიჩი და გაბედავა.

''ნეფთჩის'' სასტარტო შემადგენლობა: ა. მამადოვი, სტანკოვიჩი, მბოჯი, ჩელიკი, ლავალი, ბურინი, კანე, მახმუდოვი (კაპიტანი), ჰარამისი, ალასკაროვი, მეზა კოლი

თბილისის ''დინამოს'' მსგავსად აზერბაიჯანული კლუბიც 5 მცველით ითამაშებს. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ გუნდების ტაქტიკა იდენტურია.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები