მორიგი ტრანსფერი - პსჟ-მ ჰაკიმი ოფიციალურად დაიმატა!
Aa
Aa

მორიგი ტრანსფერი - პსჟ-მ ჰაკიმი ოფიციალურად დაიმატა!

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქრაფ ჰაკიმის გარშემო ხშირად ვიგებდით სატრანსფერო სიახლეებს. მოროკოელ მარჯვენა მცველს ძირითადად „ჩელსის“ და „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებდნენ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა უკანახაზელი „პარი სენ ჟერმენში“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კი „ნერაძური“ დამატებით 9 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჰაკიმი პსჟ-ს ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.

ჰაკიმი „ინტერში“

22 წლის ფეხბურთელი იტალიურ გრანდს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან ერთად სერია ა მოიგო. აქრაფმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები