ქალთა შორის საქართველოს თასზე გორმა ბახტრიონი 19-0 დაამარცხა
Aa
Aa

ქალთა შორის საქართველოს თასზე გორმა ბახტრიონი 19-0 დაამარცხა

ქალთა შორის საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშებამ სტარტი აიღო, რომელშიც მონაწილეობას ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი იღებს.

განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოვიდა ბახტრიონი - გორის მატჩი, სადაც 19 გოლი გავიდა და გორი იუნაიტედის სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-19 დასრულდა.

შედეგები ასეთია:

ლანჩხუთი 3-0 ბათუმი
მართვე 1-3 ნორჩი დინამო 
ივერია 0-11 ნიკე
ზარზმა 0-8 ხობის კოლხეთი
რაჭა 2020 2-4 ფენიქსი 
ბახტრიონი 0-19 გორი იუნაიტედი
დინამო სოხუმი 1-10 კვარტალი

შესაბამისად, 1/8 ფინალის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე ქალთა ლიგიდან ლანჩხუთი, ნორჩი დინამო, ნიკე, ხობის კოლხეთი, გორი იუნაიტედი და კვარტალი გავიდნენ, რომელთაც  ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი, კიდევ ერთი გუნდი შეუერთდება:

4 ივლისი, 1/8 ფინალი

18:00 საათი | დიდგორი მცხეთა - ქარიშხალა საჩხერე

მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებულები ერთმატჩიანი დაპირისპირებით ვლინდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები