„ბუნდესლიგის ტოპ 5 კლუბში თამაში შეუძლია
Aa
Aa

„ბუნდესლიგის ტოპ 5 კლუბში თამაში შეუძლია" - ხვიჩა რობენსა და რიბერის შეადარეს

„მიუნხენ 1860“-ის ექს-თავკაცმა და მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტმა, დენის ბუშუევმა „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ბუშუევმა ინტერვიუ Sportbox.ru-ს მისცა და „კვარა“ შეაქო.

„წარმოვიდგენ თუ არა ხვიჩას გერმანიის ჩემპიონატში? რა თქმა უნდა! იგი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რობენი და რიბერი მიეკუთვნებიან.ჩემი აზრით, კვარაცხელიას შეუძლია, ბუნდესლიგის ტოპ 5 კლუბში ითამაშოს. ქართველ ფეხბურთელს გიჟური ტექნიკა აქვს და მეტოქის კარზეა დაგეშილი. გერმანიის ჩემპიონატში ასეთი მოთამაშეების რაოდენობამ იკლო და ვფიქრობ, ხვიჩას აქ ასპარეზობა არ გაუჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, ამ ზაფხულს ყაზანი დატოვოს.

ცნობისთვის, ბუნდესლიგიდან ხვიჩას „დორტმუნდს“ უკავშირებენ, თუმცა ბოლო პერიოდში „შავ-ყვითლების“ შესახებ არაფერი იწერება. რუსულ პრესაში ამ ეტაპზე, მთავარ ფავორიტად „ლიდსს“ ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები