Aa
Aa

"წესებს სრულად ვიცავდით" - ლანჩხუთს ნიკესთან მოგება ჩაეთვალა!

საქართველოს ქალთა ლიგის მე-11 ტურში მოქმედ ჩემპიონს „ნიკეს“ „ლანჩხუთისთვის“ უნდა ემასპინძლა. სამწუხაროდ თამაში ჩაიშალა. მიზეზი მასპინძელთა მხრიდან თამაშის გადაღების აკრძალვა იყო.

გიორგი ჩხაიძის გუნდი „ნიკეს“ მოთხოვნას არ დათანხმდა. ამის გამო კი თბილისურმა კლუბმა თამაშზე უარი განაცხადა. ეს საკითხი, სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და გივი კვარაცხელიას გუნდს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალა.

ეს ინფორმაცია ქსკ „ლანჩხუთის“ „ფეისბუკის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. „სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ქსკ „ლანჩხუთს“ „ნიკესთან „მოგება ჩაუთვალა. ისევე როგორც სხვა შეხვედრების დროს, წესების სრული შესაბამისობით, ვაპირებდით მატჩის გადაღებას, რაც მასპინძელმა გუნდმა გააპროტესტა და უარი განაცხადა თამაშზე.

ფეხბურთი არ არის მხოლოდ ბურთის გორება, ის ასევე არის მეტოქე გუნდის, საკუთარი ფეხბურთელების და მაყურებლების მიმართ პატივისცემა, რაც ჩვენ სამწუხაროდ იმ დღეს ვერ დავინახეთ.“

ცნობისთვის, საქართველოს ქალთა ლიგას ამ მომენტისთვის სწორედ გურული გუნდი ლიდერობს. გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა 11 მატჩიდან 10 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. აქედან გამომდინარე „ლანჩხუთი“ ცხრილის სათავეში 31 ქულით მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები