გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ბენზემა მომთმენი უნდა იყოს... რონალდუ ყველასათვის მისაბაძია"

ანტუან გრიზმანმა პორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ ისაუბრა და კარიმ ბენზემას პრობლემას შეეხო. „რეალის“ ფორვარდს ნაკრებში დაბრუნების შემდეგ გოლი ჯერაც არ გაუტანია.

„ბენზემას ეჭვი არ ეპარება, ის გოლის გასატანად მზად არის, ისევე როგორც ყველა ფორვარდი. ის ძალიან გვეხმარება და როგორც კი გაიტანს, ყველაფერი კარგად იქნება.

ყველა ჩვენგანი მასთან ვართ. ბენზემა მომთმენი უნდა იყოს. რაც მთავარია მას შანსები ექმნება.

პორტუგალია? 2016 წკლის ფინალში გამარჯვების წყურვილი გვაკლდა. ამ ფინალის წაგება რთული იყო, თუმცა ეს დაგვეხმარა, რომ უფრო ძლიერები დავბრუნებულიყავით და 2018 წელს მუნდიალი მოვიგეთ.

სტადიონი სავსე იქნება და იმედი მაქვს მატჩის შემდეგ პირველ ადგილზე დავრჩებით“.

გრიზმანმა კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ის ყველას შთაგვაგონებს. ის არის უნიკალური და სრულყოფილი, გოლები როგორც ყოველთვის ორივე ფეხით და თავით გააქვს.

რონალდუ ყველასათვის მისაბაძია და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფეხბურთის თამაშს ახლა იწყებს”. - ციტირებს გრიზმანის სიტყებს Marca.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი პორტუგალიის დაპირისპირება უნგრეთში 23 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება და ტრიბუნები 100%-ით შეივსება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები