''ეს მატჩი საქართველოსთვის ტრაგედიად იქცა'' - Sports.ru მაკედონიასთან მარცხს იხსენებს
Aa
Aa

''ეს მატჩი საქართველოსთვის ტრაგედიად იქცა'' - Sports.ru მაკედონიასთან მარცხს იხსენებს

Sports.ru-ს ყაზახი ბლოგერი სეილ კოჟატაი საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას იხსენებს, როცა ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან მხოლოდ ერთი მატჩი აშორებდათ, თუმცა ''დინამო არენაზე'' გორან პანდევის გოლით სტუმრებმა გაიმარჯვეს და ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე იგორ ანგელოვსკის გუნდი გავიდა.

''ქართველი ფეხბურთელები ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ახლოს იყვნენ, მათი მთავარი მწვრთნელი ''ქაირათის'' ექს-მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველები საკუთარ კედლებში დამარცხდნენ, გამარჯვების გოლი 37 წლის გორან პანდევმა შეაგდო. ამ თამაშში მარცხი საქართველოსთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

საქართველომ ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ლატვიასთან, ანდორასთან და ყაზახეთთან ერთად იასპარეზა. პირველ ადგილზე ვაისის გუნდი გავიდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ საკუთარ კედლებში ბელარუსი დაამარცხა, რასაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გადამწყვეტი შეხვედრა მოჰყვა. ქართველებს საკუთარ მოედანზე თამაშიდან გამომდინარე დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. გამარჯვების ნაცვლად ქართველები მარცხს გლოვობდნენ''.

სტატიიდან გამომდინარე ნათელია, რომ ავტორი იმ ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის დროს ყაზახური კლუბის მოთამაშეები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ გორან პანდევმა გოლი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გაიტანა. პირველ ტურში ავსტრიასთან შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაათანაბრა - 1:1. პანდევი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე უხუცესი ფეხბურთელია, ვინც გოლი გაიტანა. მასზე უხუცესი მხოლოდ ავსტრიელი ივიცა ვასტიჩი იყო, რომელმაც ევრო 2008-ზე 38 წლისა და 257 დღის ასაკში პოლონეთს შეუგდო, ხოლო პანდევმა ავსტრიას 37 წლისა და 321 დღის ასაკში გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები