მარტინესი:
Aa
Aa

მარტინესი: "გასახდელში ერიკსენის გამო ცრემლები და მწუხარება იყო"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა რუსეთთან გამარჯვების (3:0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი კრისტიან ერიკსენის თემასაც შეეხო:

„დანია ფინეთის მატჩს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით და ხუთი წუთის შემდეგ საუბარი გვქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმ მომენტში ბოლო რაზეც საუბარი გვინდოდა ფეხბურთი იყო.

გასახდელში ერიკსენის გამო იყო ცრემლები და მწუხარება. მას ჩვენ გუნდში საკლუბო თანაგუნდელები ჰყავს. მოგვიანებით ჩვენ უკეთესი ამბები შევიტყვეთ. თუ ჩვენთან რთული მდგომარეობა იყო, წარმომიდგენია რა იქნებოდა კოპენჰაგენში.

რაც შეეხება მატჩს, მსგავს ტურნირებზე პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. გუნდი 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ კონცენტრირებული იყო. კასტანი ტურნირის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს, რადგან მას ორმაგი მოტეხილობა აქვს.

რუსებს უკვე მესამედ შევხვდით და ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით.

ჩვენ სატურნირო რეჟიმში ვიმყოფებით. აღდგენა აუცილებელია. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ყველა მოთამაშე უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც პრობლემები აქვთ და ისინი მომზადების სხვა დონეზე იმყოფებიან, ვიდრე გუნდის სხვა დანარჩენი ნაწილი“.

მატჩამდე ლუკაკუმაც ბევრი იტირა

„ინტერში“ ერიკსენის გუნდელი რომელუ ლუკაკუ რუსეთთან მატჩამდე, ამ ამბის გაგების შემდეგ ემოციებს ვერ თოკავდა:

„მატჩის დაწყებამდე ძალიან ბევრი ვიტირე. შეხვედრაზე კონცენტრაციის მოხდენა რთული გახლდათ და სხვა ფეხბურთელებიც შოკში იყვნენ. კრისტიანთან დაკავშირებას ვაპირებ და წავიკითხე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედი მაქვს, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელდება. მატჩს რაც შეეხება, გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ჩემი გონება ახლა კრისტიანთან იმყოფება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები