კრისტიან ერიქსენი ცოცხალია!
Aa
Aa

კრისტიან ერიქსენი ცოცხალია!

რამდენიმე წუთის წინ დანიისა და ფინეთის ნაკრების შეხვედრის დროს მოულოდნელად კრისტიან ერიქსენი მინდორზე დაეცა და გაითიშა. გავრცელებული ინფორმაციით მას გულის შეტევა დაემართა. სტადიონზე აღმოჩენილი დახმარების შემდეგ, ერიქსენი საკაცით საავადმყოფოში გადაიყვანეს.სულ ცოტა ხნის წინ კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ერიქსენი გონზე მოვიდა. ერიქსენს თვალები გახელილი აქვს. ცნობისთვის, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მედიკოსები გულის მასაჟს წყვეტენ, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.

უახლესი ინფორმაციით, სტადიონზე დიქტორმა ერიქსენის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დანიელი ფეხბურთელი ამ მომენტში სტაბილურად არის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები