პრემიერ ლიგამ სუპერ ლიგის მონაწილე 6 ინგლისური გუნდი დასაჯა
Aa
Aa

პრემიერ ლიგამ სუპერ ლიგის მონაწილე 6 ინგლისური გუნდი დასაჯა

პრემიერ ლიგამ სუპერ ლიგის მონაწილე გუნდების დასჯა დაიწყო. Sky Sports-ის ცნობით, დიდი ინგლისური ექვსეული „სიტი“, „იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ 3.5 მილიონი ფუნტით დაჯარიმდნენ.

თითოეული კლუბი 3.5 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო თუ მსგავს რამეს გაიმეორებენ ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 20 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება და პრემიერ ლიგაში გუნდს 30 ქულა ჩამოეჭრება.

წყაროს ცნობით, პრემიერ ლიგა ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში ოფიციალურად დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ უეფა პრემიერ ლიგის განსხვავებით მხოლოდ ფულადი ჯარიმებით შემოფარგლას არ გეგმავს და შესაძლოა კლუბები ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთონ.

როგორც მოგეხსენებათ, უეფამ „იუვენტუსის“, „რეალისა“ და „ბარსელონას წინააღმდეგ სუპერ ლიგის პროექტის გამო, დისციპლინური საქმე აღძრა.

„უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის ინსპექტორების მიერ ე.წ სუპერ ლიგის პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, რეალის, ბარსელონასა და იუვენტუსის წინააღმდეგ უეფას წესების შესაძლო დარღვევის საკითხზე დისციპლინური საქმე აღიძრა“, - წერია უეფას განცხადებაში.

ხსენებული სამეულიდან შესაძლო სანქციების შესახებ კომენტარი პირველმა ჟოან ლაპორტამ გააკეთა. „ბარსას“ პრეზიდენტი თავდაჯერებულია და თვლის, რომ თუ უეფა მათ დასჯის, ისინი საარბიტრაჟო სასამართლოში დავას მოიგებენ:

„უეფას პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ფიქრისთვის ბოდიშის მოხდას ან ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ. თუ ისინი მაინც დაგვაჯარიმებენ, ჩვენ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში წავალთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“. - ამბობს ლაპორტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები