შესაძლოა, ტოკიოში ოლიმპიური ფიცი ერთდროულად ქალმა და კაცმა ოლიმპიელმა დადოს
Aa
Aa

შესაძლოა, ტოკიოში ოლიმპიური ფიცი ერთდროულად ქალმა და კაცმა ოლიმპიელმა დადოს

შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ფიცი ერთდროულად ორმა სპორტსმენმა, ქალმა და კაცმა ოლიმპიელმა დადოს. აღნიშნული საკითხი ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე განიხილა. მათი განცხადებით, ამგვარი ინიციატივა ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშებში მონაწილე 206-ვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციაში მინიმუმ თითო ქალი და კაცი ათლეტი უნდა იყოს.

საინტერესოა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ისტორიაში პირველ, გენდერულად დაბალანსებულ თამაშებად მოიხსენია, რადგან ამჯერად მონაწილეთა ნახევარს (49%) ქალები შეადგენენ. 

გენდერული თანასწორობის საკითხზე ზრუნვა ოლიმპიური დღის წესრიგი - 2020+5-შია გათვალისწინებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები