ამხანაგური მატჩი შედგა -  21-წლამდე ნაკრებმა დილა დაამარცხა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი შედგა - 21-წლამდე ნაკრებმა დილა დაამარცხა

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ დილას" და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ამხანაგური შეხვედრა შედგა.

რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდს პირველი ნახევარი ანზორ მექვაბიშვილის გოლით მოუგო (0-1), მეორე ტაიმში „დილამ" წონასწორობა ირაკლი ბიძინაშვილის გოლით აღადგინა (1-1), რასაც 21-წლამდე ნაკრებმა შოთა შეყილაძის გამარჯვების გოლით, მატჩის ბოლოს უპასუხა (1-2).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 8-დღიან შეკრებას (26 მაისი-4 ივნისი) გადის. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე (სამტრედია), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), მათე ტერელაძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), დავით სამსონია (გაგრა).

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (თელავი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო ქუთაისი), ბექა ვერულიძე (შუქურა), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), ლუკა რობაქიძე (სამტრედია).

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი).

შეკრებაში არ მონაწილეობენ საქართველოს 21-წლამდე ეროვნული გუნდის ლეგიონერები.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების აღნიშნული შეკრებები ევრო 2023-სთვის მზადების პროცესია.

მოგეხსენებათ, 2023 წლის 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ჩვენი ქვეყანა, რუმინეთთან ერთად იქნება.  ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა / მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი), ფინალური მატჩი კი ბათუმის არენაზე შედგება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები