სიომინი:
Aa
Aa

სიომინი: "გაშვებული გოლისას ზინჩენკოს შეცდომა აშკარა იყო"

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და კიევის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

სიომინმა გაშვებული გოლის მომენტში ზინჩენკო დაადანაშაულა:

„უმაღლესი დონის თამაში ვიხილეთ, ძალიან ძლიერი მატჩი. სამწუხაროა, რომ ჩვენ ის ცოცხლად ვერ ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ ორი გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ. შეხვედრა ტაქტიკური თვალსაზრისით ასეთი დაძაბული სწორედ ამიტომ გამოდგა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იღბალი ჩელსის მხარეს იყო.

ტუხელის გამარჯვება როგორც მწვრთნელის? პირველ რიგში ეს საერთო გამარჯვება იყო: ფეხბურთელები, მწვრთნელი და მთელი კლუბი. მატჩი სრულიად თანაბრად წარიმართა - ზოგს უფრო გაუმართლა და ზოგს ნაკლებად.

გაშვებული გოლისას ზინჩენკოს შეცდომა აშკარა იყო, თუმცა მან მთლიანობაში კარგად ითამაშა. ჰავერცზე გაკეთებული პასის მომენტში საშამ (ზინჩენკო) მარცხენა ცენტრალური მცველი ვერ დააზღვია. ასეთ მატჩებში კი მცირე შეცდომაც კატასტროფულ როლს თამაშობს“. - ციტირებს სიომინის სიტყვებს Sport24-ი.

უკრაინელმა ფეხბურთელმა გოლის მომენტში დაზღვევაზე გადასვლა მართლაც დააგვიანა, თუმცა ეს მთლიანად უკანა ხაზის შეცდომა იყო. დაცვაში ძალიან დიდი სივრცე გაჩნდა, რაც რთულია ერთ ადამიანს დაბრალდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები