ჩელსის ტოტენჰემმა უშველა - არისტოკრატები და ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ
Aa
Aa

ჩელსის ტოტენჰემმა უშველა - არისტოკრატები და ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ

დასრულდა პრემიერ ლიგის ბოლო ტური, რომელიც საკმაოდ დრამატული გამოვიდა. ჩემპიონის ბედი დიდი ხნის წინ გაირკვა. დღეს კი ჩემპიონთა ლიგის საგზურების ბედი ირკვეოდა.

ლონდონის „ჩელსი“ „ასტონ ვილასთან“ 1:2 სტუმრად დამარცხდა და პარალელურ შეხვედრაში „ლესტერი“ დიდი ხნის განმავლობაში „ტოტენჰემს“ უგებდა, თუმცა „დეზებმა“ „მელიების“ დამარცხება 4:2 შეძლეს და ჩემპიონთა ლიგაზე „არისტოკრატები“ გავიდნენ.

ასევე პარალელურად „ლივერპული“ შინ „კრისტალ პალასს“ ეთამაშებოდა და სადიო მანეს დუბლით 2:0 დაამარცხა. მერსისაიდელებმა სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულეს, ხოლო „ჩელსი“ მე-4 პოზიციაზე მოგვევლინა.

ცნობისთვის, ტომას ტუხელის გუნდი მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები