დე ლიხტი:
Aa
Aa

დე ლიხტი: "რონალდუს სპორტული ცხოვრება ფანტასკიტურია"

ტურინის „იუვენტუსის“ ნიდერლანდელმა უკანახაზელმა მატიის დე ლიხტმა De Volkskrant-თან ინტერვიუში რონალდუზე და იტალიაში მცველის ფენომენზე ისაუბრა:

„რონალდუს სპორტული ცხოვრება ფანტასკიტურია. თუ როგორ ინარჩუნებს ის ფორმას, რამდენად მოტივირებულია 36 წლის ასაკშიც. კიელინი, 43 წლის ბუფონი, ისინიც ასევე არიან. ყველანი სუპერპროფესიონალები არიან.

ისინი მეხმარებიან და მეუბნებიან - „გააკეთე ის, რაც შენ გამოგადგება, მაგრამ ბრმად ნუ გადაწერ“.

იტალიაში მცველებს ძალიან აფასებენ. ბოლო წლებს თუ გადახედავთ, 10 საუკეთესოდან ნახევარი იტალიელია. ეს საკმარისად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დახვეწილია აქ თავდაცვის ხელოვნება.

ძალიან კარგია აქ იმის ჩვენება, თუ რამდენად კარგი ვარ და რა შემიძლია, ვნახო რას ფიქრობენ ჩემზე. აქ სწორედ ამიტომ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პრესა დე ლიხტის „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ წერდა. თითქოს ნიდერლანდელმა „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.

ყველაფერი „იუვეს“ ცუდი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. დიდი შანსია ანდრეა პირლოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს, რაც რონალდუსა და კიდევ ბევრი ფეხბურთელის წასვლას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები