ცრემლიანი დამშვიდობება - 11 წლის შემდეგ პიშჩეკი დორტმუნდიდან მიდის
Aa
Aa

ცრემლიანი დამშვიდობება - 11 წლის შემდეგ პიშჩეკი დორტმუნდიდან მიდის

გერმანიის თასის ფინალში „დორტმუნდი“ „ლაიპციგს“ დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. ტერზიჩის შეგირდებმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვეს.

ეს მატჩი უკანასკნელი იყო კლუბის ლეგენდისთვის ლუკას პიშჩეკისთვის. მატჩის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლონელი ფეხბურთელი „დორტმუნდს“ დატოვებს.

ეს ყველაფერი საკმაოდ ემოციური გამოდგა. ვეტერანმა უკანახაზელმა ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. თანაგუნდელებმა კი ლუკასი ხელში აიტაცეს და ისე გააცილეს.

პიშჩეკი „დორტმუნდში

35 წლის პოლონელი გერმანულ კლუბს 2010 წელს შეუერთდა. 11 წლის განმავლობაში პიშჩეკმა 381 მატჩში მიიღო მონაწილეობა 19 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლუკასი უნივერსალია და დაცვის ხაზში ცენტრალურ და მარჯვენა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მის ამ თვისებას კი „დორტმუნდის“ სხვადასხვა მწვრთნელები იდეალურად იყენებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები