ბარტრა: „ბარსელონას“ მოდუნების უფლება არ აქვს
Aa
Aa

ბარტრა: „ბარსელონას“ მოდუნების უფლება არ აქვს

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „პრიმერადივიზიონის“ მორიგი ტურის შეხვედრაში, „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფე“ ანგარიშით 6-0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ, კატალონიელთა მცველი მარკ ბარტრა, საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილებას ვერ მალავდა და განაცხადა, რომ „ბარსელონამ“ სეზონის დარჩენილი შეხვედრებიც ასე უნდა ჩაატაროს.

„ბარსელონა“ მოედანზე შესანიშნავად მოქმედებდა. ჩვენ თამაში ძალიან სწრაფ ტემპში დავიწყეთ და ამან შედეგი გამოიღო. მიუხედავად ამისა ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან ერთი ფეხის დაცდენაც კი შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვად დაგვიჯდეს. უნდა ვეცადოთ, რომ სეზონის დარჩენილი მატჩებიც, ამ შეხვედრის მსგავსად ჩავატაროთ“ - განაცხადა მარკ ბარტრამ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები