კახა კალაძე :
Aa
Aa

კახა კალაძე : "თბილისის "დინამო" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა"

ზუსტად 40 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა. თბილისელებმა თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხეს. 

შეხვედრა დიუსელდორფში გაიმართა. 63-ე წუთზე  გერმანელებმა ჰოპის გოლით ანგარიში გახსნეს. 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ჩვენმა კლუბმა ევროთასი მოიგო. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა. 

კახა კალაძე - თბილისის მერი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები