ნედვედი:
Aa
Aa

ნედვედი: "პირლო და რონალდუ გუნდში რჩებიან!"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი იტალიურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეა პირლო მომავალ სეზონშიც ტურინულ გრანდში იქნებიან.

ჟურნალისტებს თავად პირლოსგანაც უნდოდათ ინტერვიუს აღება, თუმცა იტალიელი სპეციალისტი არ გაჩერდა და სწრაფად დატოვა საკონფერენციო დარბაზი.

„არსებობს გარკვეული სირთულეები, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირლო და რონალდუ გუნდში რჩებიან.“ - თქვა ნედვედმა სავარჯიშო სტადიონის დატოვებისას

„ბიანკონერიმ“ „მილანთან“ 0:3 წაგების მიუხედავად მთავარ მწვრთნელს სრული ნდობა გამოუცხადა და მის თანამდებობას საფრთხე არ ემუქრება.

სატურნირო მდგომარეობა

„ინტერი“ უკვე ჩემპიონია. მეორე ადგილზე „ატალანტაა“ 72 ქულით. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „მილანს“, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოული კლუბი არის მეორეზე. მეოთხე ადგილს კი „ნაპოლი“ იკავებს 70 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები