სალერნიტანა სერია A-ში გადავიდა და პრეზიდენტს კლუბის გაყიდვა მოუწევს
Aa
Aa

სალერნიტანა სერია A-ში გადავიდა და პრეზიდენტს კლუბის გაყიდვა მოუწევს

„სალერნიტანა“ მომდევნო სეზონიდან სერია A-ში იასპარეზებს. „გრანატამ“ სერია B-ს ბოლო ტურში „პესკარას“ 3-0 სძლია და 23-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა.

„სალერნიტანასთვის“ ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და უდიდესი წარმატებაა, თუმცა კლუბის პრეზიდენტზე, კლაუდიო ლოტიტოზე იმავეს თქმა გაგვიჭირდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, ერთ ადამიანს უფლება აქვს საკონტროლო პაკეტს მხოლოდ ერთ კლუბში ფლობდეს, ლოტიტო კი „ლაციოს“ 66.7 პროცენტს ფლობს და ერთ-ერთ გუნდთან გამოთხოვება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ეს წესი მაშინ შეიცვალა, როცა ლოტიტო „სალერნიტანას“ ფლობდა და მისი სახით გამონაკლისი დაუშვეს, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას მიხედვით, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მას თავისი წილის გაყიდვა მოუწევს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ლოტიტოს ამისთვის 30 დღე აქვს.

შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანამ“ 69 ქულა დააგროვა და სერია B-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები